Saturday, June 26, 2010

თემა: მისალმება
მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთის მოკითხვას და მადლობის გადახდას
ენობრივი კონსტ:როგორ ხარ? როგორ არის? გმადლობ, გმადლობთ,კარგად ვარ! როგორ ბრძდებით? როგორ არიან? ნახვამდის।
სამეტყველო ფუნქციები: მოკითხვა,მადლობის გადახდა ।
რესურსები: გრამატიკული სქემა
აქტივობები:

  1. მასწავლებელი წყვილებში ავალებს მოსწავლეებს ამოიცნონ #5დავალების (გვ.६) შინაარსი ეძლ। 5წუთი.ყველა თავის მოსაზრებას იტყვის.ამის შემდეგ მასწავლებელი კითხულობს დიალოგს გამომეტყველებით, შემდეგ კითხულობენ მოსწავლეები, გაითამაშებენ. ამის შემდეგ სრულდება მე–6,მე–7დავ.
  2. სრულდება სამუშაო რვ. დავალება #7,9,10. გვ. 5–6
  3. ვარქმევთ სახელს ანას გვერდით დახატულ ორ გოგონას,შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ და არკვევენ რომელი რეპლიკა რომელს ეკუთვნის.ამის შემდეგ სრულდება სავარჯიშო #11 (სამუშაო რვეული გვ.6)
  4. 1.მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ დიალოგს და გაითამაშებენ : 1.მასწავლებელი გამოიყვანს ორ მოსწავლეს ერთ–ერთს დააჭერინებს ასაკოვან ადამიანის სურათს. უფროსს მიმართავს თქვენობით უმცროსს შენობით (როგორ ხარ?) (როგორ ბრძანდებით?) ასევე მიახვედრებს მნიშვნელობებს,ფრაზას როგორ არიან? 2.გარკვევით,აუჩქარებლად მასწავლებელი ინტონაციით კითხულობს მე–9 დიალოგს.მოსწ. თვალს ადევნებენ და შეეცდებიან გაუგებარ სიტყვების ამოცნობას.

გრამატიკა–მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას გმადლობ/გმადლობთ ფორმებზე.ასევე როგორ არის? როგორ არიან? ამის შემდეგ მოსწავლეების ნახევარი დაწერენ ოჯახის ერთი წევრის სახელს. ნახევარი რამდენიმე სახელს,ჩავყრით ყუთში. ალალბედზე ამოიღებენ ყუთიდან და შესაბამისად დაუსვამენ კითხვას–როგორ არის? როგორ არიან?სრულდება სავარჯიშო #17(ს.რ.გვ.8)

პროდუცირება:სამი ადამიანი გაითამაშებს ერთ–ერთცნობილ ადამიანს.მათ უნდა მოამზადონ და გაითამაშონ დიალოგი,რომელიც გათამაშდება შემდეგი თანამიმდევრობით: მისალმება,მოკითხვა, გაცნობა, დამშვიდობება.

2.ერთმანეთს ხვდება ორი ადამიანი.ორივეს თან ახლავს უმცროსი ძმა ან და.დიალოგს შეადგენენ შემდეგი თანამიმდევრობით: მისალმება, ერთმანეთის მოკითხვა, მშობლების მოკითხვა,გაცნობა, ერთმანეთის და,ძმების დადგენა–რა ჰქვია, გამომშვიდობება.